აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი.
„უკრაინაში საქმე წინ მიიწევს. მსურს, რომ მეტად შევძლო ჩართვა. სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვნახოთ, რა მოხდება. იქ რაღაცები ხდება. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება ირანზეა გადატანილი“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარები
