გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საკითხს დღეს პარიზში განიხილავენ, სადაც გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.
გერმანული მხარის შეთავაზების თანახმად, გამნაღმველი გემები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ ნაოსნობას უზრუნველყოფენ, ჩაატარებენ რა დაზვერვას. მაგრამ ეს ყველაფერი საერთაშორისო მისიის ფარგლებში და რიგი მკაცრი პირობების გათვალისწინებით მოხდება.
მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანოს.
კომენტარები
