ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და რუს მეტოქეს ხადის იბრაგიმოვს პირველივე რაუნდში ნოკაუტით სძლია.
დოლიძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა. პირველი რაუნდის განმავლობაში იბრაგიმოვს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ბოლო წუთზე რომანმა კარგი დარტყმა შეასრულა და იბრაგიმოვი ოქტაგონზე დააგდო, რის შემდეგაც მსაჯმა ქართველის გამარჯვება დააფიქსირა.
32 წლის რომან დოლიძისთვის კარიერაში ეს მეშვიდე ბრძოლა იყო და მან შვიდივე ბრძოლაში გაიმარჯვა. მან აქამდე ექვსი ბრძოლა MMA-ში გამართა.
ის მეორე ქართველია, რომელიც აბუ დაბიში „მებრძოლთა კუნძულზე“ ოქტაგონზე გამოვიდა.
კომენტარები