პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალში „სენტ-ეტიენი“ დაამარცხა. „სტად დე ფრანსზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე პარიზელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა გაიტანა.
31-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“ მეკარე კილიან მბაპეს წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, კილიან მბაპემ კი ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
საფრანგეთის თასის ფინალი იყო პირველი ოფიციალური მატჩი, რომელიც ქვეყანაში მარტის შემდეგ გაიმართა. საფრანგეთის თასი პსჟ-მ 13-ჯერ მოიგო, კიდევ ოთხჯერ პარიზელები ფინალში მარცხდებოდნენ. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს პარიზული კლუბის მეხუთე გამარჯვებაა.
კომენტარები