ბათუმში პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა. დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები