ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა.
„კოვიდ-19“ ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული საკუთარი სურვილით სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გააგრძელებს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 ინფიცირებული რჩება. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონია აღენიშნება, სხვებთან კი, პროცესი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
საქართველოში დღეს ორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
კომენტარები
