დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული ორივე ბავშვი პოლიციამ უკვე იპოვა – ერთ მათგანს, რამდენიმე საათის წინ, ლილოში მიაგნეს, მეორეს კი – ისანში.
11 და 14 წლის ბიჭებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან გაქრა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი თბილისში, ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ.
კომენტარები