ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მეორე ტალღა თითქოს დაიწყო.
„უკვე არის ასეთი ტენდენცია, რომ კორონას მეორე ტალღა იქნება, პრინციპში თითქოს დაუწყო კიდეც, რადგან ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული იყო, ახლა იმატებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დრამატულად და რთულად მოვლენები არ განვითარდება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
დღეს კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარები