საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. მომხდარის დეტალები, დაშავეულთა რაოდენობა ჯერ არ ვიცით. ნამდვილად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა“, – წერს პრეზიდენტი
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით – დაშავდა.
კომენტარები