„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი, კომპანია „ზეგ“-ის წარმომადგენლების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ჰოლოკოსტთან შეხება არ გვქონია, – უბრალოდ, ჩვენმა საინჟინრო კომპანიამ, აუშვიცისა და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკებში გაზგაყვანილობა დაამონტაჟა და მის ტექნიკურ მომსახურებას ვეწეოდით საგარანტიო კონტრაქტის ვადით, გამართულად რომ ემუშავა სისტემას. და, მოიცა, რატომ უნდა გვეთქვა უარი სარფიან კონტრაქტზე, როცა ყველაფერი ლეგალურად გაკეთდა და არც კანონი დაგვირღვევია?“ – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
კომენტარები