“გვარამია იყო “მოსმენების მამა“, ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს “მოსმენების მამას“, – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი აზრით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა გამოიძიონ ბურჭულაძე-გვარამიას ჩანაწერის წარმომავლობა და ისიც, როგორ მოხვდა ის საჯარო სივრცეში.
“გვარამია იყო “მოსმენების მამა“ – ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს “მოსმენების მამას“. ხომ ვთქვი, უტიფრობა მაგათი რელიგიაა-მეთქი. ჩემი აზრით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა გამოიძიონ ამ ჩანაწერის წარმომავლობა, ისიც, როგორ მოხვდა ის საჯარო სივრცეში და აღკვეთონ დროულად მსგავსი შემთხვევები. საქართველოში ხვალინდელი დღე მოსმენებისა და დასმენების გარეშე უნდა გათენდეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკანონობისა და უზნეობის ისეთი მასშტაბური სისტემა შექმნა, რომ ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის დაყენება რთულია და, როგორც ჩანს, ზოგიერთ სამსახურში კიდევ დარჩნენ იმ რეჟიმის ნარჩენები. გადაცდომები მომავალშიც იქნება, ალბათ, თუმცა დროულად რეაგირებაა ამაზე საჭირო“, – აცხადებს დავით მაღრაძე.
დავით მაღრაძე ნიკა გვარამიაზე: ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს “მოსმენების მამას“
2016/09/19 17:46:27
ნანახია: 4028 ჯერ