დღეს, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლ.), ისტორიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგები.
შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 18 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 12 000-მდე გამოსაცდელი.
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება
19.08.2020 - 13:00:49

კომენტარები
ნანახია: 813 ჯერ