აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ა დააფინანსებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „საპტრიარქოს უწყებანის“ ფეისბუკ-გვერდზეა აღნიშნული.
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ტაძართან ერთად სამრეკლოსა და ტაძრისთვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც იგეგმება:
„2020 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი. ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი“, – აღნიშნულია „საპტრიარქოს უწყებანის“ ფეისბუკ-გვერდზე.


