მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა ცოტა ხნის წინ, ოპერაცია გაიკეთა და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს.
– ეს სერიოზული დარტყმა იყო. ბოლო ორი თვე თავის ტკივილმა შემაწუხა და გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ მქონდა და აღმოჩნდა ანევრიზმა.
ეს სერიოზული შოკი იყო ჩემთვის. ამ დროში ბევრი რამ გადავაფასე. მთელი ცხოვრება დატრიალდა.
6 ივლისს გავიგე და 13 ივლისს უკვე საოპერაციოში ვიყავი. სისხლძარღვიდან შევიდნენ თავში, ნახეს რა ადგილას არის და როგორ. აღმოჩნდა, რომ ჯერ პატარაა და ექვს თვეში ერთხელ უნდა გადავიღო.
– ახლა როგორ ხარ?
– გადასარევად. ყველაზე მეტად დედ-მამის მოტყუება გამიჭირდა. როცა გაიგეს ყველაფერი ჩავლილი იყო. კი ინერვიულეს, მაგრამ შემდეგ დაირაზმნენ და მოსკოვში, ისეაელში, გერმანიაში გავაგზავნეთ მონაცემები და მოვიდა პასუხი, რომ არაფერია საშიში.
ვხუმრობ, თავში მიდევს ბომბი-მეთქი, მაგრამ მარტივად ვუყურებ, რომ ახლობლები არ შევაშინო.
ჟურნალი: თბილისელები
