შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.
გარდაცვლილთა ახლობლების ვარაუდით, მიკროავტობუსი გამართულ მდგომარეობაში, მგზავრთა უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ იყო.
“ჩემი შვილი და მისი დაქალი იყვნენ შატილში. 20 ადამიანს სპრინტერში რა უნდა ან ამ გზაზე როგორ გაუშვეს, ნახეთ რა გზებია. კომპანია უნდა დაისაჯოს მომხდარის გამო”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ.
მიკროავტობუსის გაუმართაობაზე აქვს ეჭვი კიდევ ერთი დაღუპულის ახლობელს.
კომენტარები
