საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებრგვერდზე აისახა.
ის მცხეთის ცხელების ცენტრში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1421 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1137 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში – 7005, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255 ადამიანი იმყოფება
კომენტარები
