ნაძალადევის რაიონში, ქვიშხეთის ქუჩა N16-ის მიმდებარედ და N35-41-ში გზის რეაბილიტაცია სრულდება. გზის სავალ ნაწილზე, 1 400-მდე კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასფალტის საფარის დაგებამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ რეაბილიტაცია ჩაუტარა სანიაღვრე ქსელს, ასევე, შეიცვალა შპს „მაგთიკომის“ მიწისქვეშა კომუნიკაციები.
ბოლოეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.
„სანზონის დასახლებაში ვასრულებთ კიდევ ერთ საგზაო პროექტს. ქვიშხეთის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ პრობლემური იყო. შეიცვალა მოძველებული კომუნიკაციები და კაპიტალურად შეკეთდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ტერიტორიით სარგებლობს რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა. ხვალიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი გზა ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ქვიშხეთის ქუჩაზე შესრულებული საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 90 000-მდე ლარი დახარჯა.