პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.
„ამ ეტაპზე სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ორ მათგანთან ვინარჩუნებთ წნევას ამწევი საშუალებების გარეშე. სამივე იმყოფება ხელოვნურ ვენტილაციაზე. კველევის მიხედვით, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღეში, ალბათ ორ მათგანს ჩაუტარდება სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია“, – განაცხადა რატიანმა.
კომენტარები