გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, არასრულწოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ სახლში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა იპოვა.
თავად ხომასურიძე აცახდებს, რომ მას ეჭვი ჰქონდა რომ უსმენდნენ, ამიტომ სპეციალური აპარატით სახლი შეამოწმა და მოსასმენი აღმოაჩინა.
„საძინებელში „შტეფსელის“ გამანაწილებელია, მოსასმენი იქ იდო. აქ ჩემი და პოლიციის გარდა არავინ ყოფილა. ალბათ პოლიციამ დადო,“- აცხადებს ბრალდებულის მამა.
ამ წუთებში, ხომასურიძის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
კომენტარები