გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში, სარწყავ არხში 35 წლამდე კაცს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ადგილზე მამასთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და პოლიცია.
კომენტარები