ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები შესრულდა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 900-მდე კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 35 000-მდე ლარი დახარჯა.
კომენტარები
