ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 1650
გამოჯანმრთელებულია – 1310
მათ შორის გარდაცვლილია – 19
კარანტინის რეჟიმში რჩება – 6020
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს გადააჭარბა, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები
