ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც კარანტინში ყოფნის ვადას ეხება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ეთერში ისაუბრა. ჯანმო-ს განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს. იმნაძის განმარტებით, 8-დღიანი კარანტინის გავლა, მხოლოდ ქვეყანაში შემომსვლელებს უწევთ და არა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებს.
„ჩვენ ეს კარანტინი გვაქვს 8- დღიანი და მეთორმეტე დღეს კიდევ გადამოწმება ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის. ხოლო, ვინც დაავადებულის უშუალო კონტაქტია, მათთვის არაფერი შეცვლილა, 14 დღე არ გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის გვაქვს მე-12 დღეს გატესტვა. ანუ, მეცამეტე დღეს ვუშვებთ კარანტინიდან.
ჩვენი მიდგომა ჯერჯერობით აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ, შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8-დღიანი კარანტინი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.
