საქართველოში კოორნავირუსის დადასტურებული 218 ახალი შემთხვევიდან 47 სოფელ დიღომს უკავშირდება. ინფიცირების წყარო ერთ-ერთ რესტორანში გამართული წვეულებაა, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებიც ესწრებოდნენ.
ინფიცირებულებს შორის არის უბნის აფთიაქის მფლობელი, რომლის ობიექტი ამ წუთებში დახურულია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის პაციენტი, რომელმაც სამედიცინოდ დაწესებულებას არ მიმართა და სახლში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
კომენტარები