განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს.
ალუდა გუგლიჩიძის მეუღლე აცხადებს, რომ წარსულში ალუდა მასზე ფიზიკურად ძალადობდა, ხოლო ახლა კი ბავშვების წართმევაში ადანაშაულებს.საქმეში სამართალდამცავებთან ერთად სოციალური სამსახურიც ჩართულია, თუმცა მოდავე ცოლ-ქმრის პრობლემა ამ დრომდე მოიგვარებელია და ბავშვები ცალცალკე ცხოვრობენ.
თეონა ჯულუხაძე ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.
“განათლების სფეროში არის ადამიანი , რომლეიც ძალადობს ქალზე და ბავშვებზხე.. ამ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიციები არის შენების მოძრაობის წევრი შესაბამისად ლელოს წევრი მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შვილები დავუბრულნო”, – ამბობს თეონა ჯულუხაძე.
თეონა ჯულუხაძე აცხადებს, რომ მათი 12 წლის შვილი მამასთანაა და ის მისი ნახვის უფლებას არ აძლევს.
ალუდა გუგლიჩიძე მეუღლის ქმედებასპოლიტიკური მოტივით ხსნის, ის ახლა პოლიტიკური პარტია “შენების მოძრაობის” წევრია.
წყარო: რეზონანსი