პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრი ირინა ფრუიძე ”ქართული ოცნების” მთავარ შეცდომად კომუნიკაციის ნაკლებობას მიიჩნევს.
”ჩემს როლს ვხედავ ძირითადად ევროინტეგრაციის მიმართულებით, შემიძლია წვლილი შევიტანო ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით, გენდერული თანასწორობის და და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით”, – განაცხადა ფრუიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პარტიაში ვიხილოთ, ”რა, სად, როდის” სხვა სახეები, ფრუიძემ აღნიშნა, რომ ”უმჯობესია მათ ვკითხოთ”.
”რაც შეეხება მთავარ შეცდომას, ჩემი გადმოსახედიდან ნაკლებობა არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია იმ მიღწევების შესახებ, რაც ჰქონდა ამ პოლიტიკურ გუნდს. კარგი იქნება, თუ მომავალში უკეთესი კომუკაცია იქნება, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს”, – აღნიშნა ფრუიძემ.
პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა სიაში.