გიორგი შენგელია ქუთაისის „ტორპედოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
გიორგი ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, რამაზ შენგელიას შვილია. ის კლუბის პრეზიდენტმა, ფაბიო მანინომ წარადგინა.
„გიორგი შენგელიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ტორპედოში“ დაიწყო და ჩვენი კლუბის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურსი განცხადებაში.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი შენგელია წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, კარიერა ნაადრევად ტრავმის გამო დაასრულა.
კომენტარები