რ მინდოდა ყრილობაზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვყოფილიყავი, – ასე ახსნა მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დაუსწრებლობა.
დეპუტატის განმარტებით, ყრილობაზე დაუსწრებლობა დემარშის ხასიათს არ ატარებდა.
”არ მინდოდა რაღაც დისონანსი შემეტანა ყრილობის მუშაობაში, გამომდინარე იქედან, რომ კითხვები დაისმებოდა ყველა მხრიდან და ალბათ, ბოლომდე გულწრფელი ვერ ვიქნებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ყრილობას ჰქონდა თავისი მიზნები. რაც მთავარია, ბატონ ბიძინასთან მქონდა კონსულტაციები – შევხვდით პირისპირ და ყველაფერი ეს იყო აბსოლუტურად მისაღები მისთვის. დემარშის ხასიათს არ ატარებდა ჩემი არმისვლა” , – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება ”ქართული ოცნების” ახალ საარჩევნო სიას, მისი თქმით, ეს საკითხი არ აინტერესებს.
”მე არ მაინტერესებს სია. რად მინდა რომ ვიყო იმ სიაში? – თვითონ მოვახერხებ მივიღო გადაწყვეტილება, სად ვიყარო კენჭი და რა ფორმით”, – აღნიშნა მეჭიაურმა.
მმართველი გუნდის წევრი ”ქართული ოცნების” ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარისა და ”რესპუბლიკური პარტიის” სხვა ლიდერების დაუსწრებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ეტყობა გაიგეს, რომ მე არ ვესწრებოდი და ისინიც აღარ დაესწრნენ. ჩათვალეთ, მისია შესრულებულია”.