„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე „ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ ნაცები ვირუსის მხარეს დგანან!“, – წერს მდინარაძე.
პარტიამ ამომრჩეველთან შეხვედრა ბათუმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.
კომენტარები