ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ის ხალხი ვინც დაჟინებით მოითხოვს გამოკეტვას ბინებში და ამ გამოკეტვის ბრძანებას ხელისუფლებიაგან მოელის შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ გამოკეტილები!
არ გვაქვს განათლების სრულფასოვნად მიღების საშუალება, ვერ დავდივართ კინოებში, თეატრებში, ვერ ვესწრებით გამოფენებს, სხვადასხვა ღონისძიებებს, ვერ ვესწრებით კონცერტებს, ვერ დავდივართ და ვერ დაგვყავს ბავშვები სპორტზე, ხატვაზე სხვადასხვა აქტივობაზე.თანამშრომლები გვყავს სახლში და ეს ონლაინ მუშაობა აზიანებს კომპანიებს და მომსახურებას სერიოზულად, ვერ ვიხდით დაბადების დღეებს და სხვადაახვა ბედნიერების მომნიჭებელ ვერანაირ აქტივობას ვერ ვასრულებთ. ვერ ჩამოდის ტურისტი და ვერ მივდივართ ვერსად, ვერ ვმოგზაურობთ, ეკონომიკა უკან უკან მიდის და გვიმცირდება შემოსავალი და კიდევ უამრავი რამ რასაც ვერ ვაკეთებთ…
მეტი რაღა უნდა ჩაგვკეტონ ამის მეტი ჩაკეტვა რა არის კომენდატის საათი დილიდან საღამომდე? გაიკეთეთ პირბადე და დაელოდეთ ფსიქიურ აშლილობა-დეპრესიას, რომელი დაასწრებს კორონა თუ ეგ საკითხავია”- წერს კობახიძე.

