ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ელჩებთან შეხვედრისას ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ამოღება შესთავაზეს. მისი შეფასებით, ოპოზიციის უარი ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის.
“როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღონ, როცა მის გაშიფვრაზე, ანალიზზე, ხმების გადათვლაზე უარი გხვდება დ კვლავ რადიკალური მოთხოვნა ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღწევა” – ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ ვიდეოკამერები “პრაქტიკულად ყველა” უბანზე იყო.
“შეიძლება, აბსოლუტურად ყველა, 3 847-ვე უბანზე არა, მაგრამ 3000-ზე მეტ უბანზე იყო” – თქვა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა