კარლ ჰარცელმა აშშ-ის ელჩის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, რა თემებს განიხილავენ დიპლომატები.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ გაიმართა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ცნობილია, რომ უნდა გაიმართოს მესამე შეხვედრაც, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.
კომენტარები