გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ 1395 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 77 083 შეადგინა. ვირუსს სულ 985 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 55 700-ს აღემატება.
კომენტარები