იტალიის სამხრეთ პროვინციებში – კროტონსა და პალერმოში ძლიერი წვიმების შედეგად, ძლიერი წყალდიდობაა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
ქალაქ მელისაში საავტომობილო ხიდი ჩატყდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
სამოქალაქო დაცვის სამსახურმა რეგიონებში განგაშის ნარინჯისფერი საფრთხე გამოაცხადა.
სტიქიის შედეგად, არ მოძრაობდა პალერმოს აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ტრანსპორტი.
ძლიერი ქარის შედეგად, ლიპარის შვიდი კუნძულს ორი დღეა, მატერიკთან კავშირი არ აქვს.
კომენტარები