სამტრედიაში მომხდარ ავარიას 18 წლის ლელა გოგავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგონა აბიტურიენტი იყო და მანქანით მასწავლებელთან მიდიოდა. ავარია კულაშის სკოლასთან ახლოს მოსახვევში მოხდა.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გოგონამ ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა, ხოლო გვერდით მჯდომი მეორე გოგონა გადარჩა.
კომენტარები