ალეკო ელისაშვილი აღარაა ოპოზიციაში. მან სიტყვა-სიტყვით გაიმეორა სამთავრობო პროპაგანდის ყველა გზავნილი. ის და ხელისუფლება ერთ სულ და ერთ ხორც არიან, – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
კითხვაზე, ალეკო ელისაშვილი ცდება თუ ხელისუფლებასთან ალიანსში შევიდა, ბოკერიამ განაცხადა, რომ ელისაშვილი აღარაა ოპოზიციაში და ის ხელისუფლებასთან ალიანსში იმყოფება.
„ალეკო ელისაშვილი არ ცდება. მან შეგნებულად იმოქმედა. ხელისუფლებასთან ერთ სულ და ერთ ხორც არიან – მან სიტყვა-სიტყვით გაიმეორა სამთავრობო პროპაგანდის ყველა გზავნილი – „მეტი რაღა ქნას ხელისუფლებამ“, „ბოკერიას პარტიას ყველა მძევლად ჰყავს აყვანილი“, „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შეთანხმება შედგეს“ და ა.შ. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მე შეცდომა ვუწოდე მათ დღევანდელ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ არ გაანულეს სიები. არ ვიცი, რა არ მოეწონა დავით ბერძენიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი პარტია მათ ერჩის – მათზე თავდასხმა ჩემი ამოცანა არაა. ელისაშვილი ხელისუფლებასთან ალიანსშია, ხოლო დანარჩენები, ვინც დღეს სიები არ გაანულა, უბრალოდ ცდებიან. ელისაშვილი აღარაა ოპოზიციაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ „რესპუბლიკური პარტიისა“ და „გირჩის“ ნაწილის დარწმუნებას მაინც შევძლებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.