„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე შეარჩია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
მისივე განცხადებით, ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად, პარტიის წევრები და მხარდამჭერები აირჩევენ.
იმ შემთხვევაში, თუ ამ პოზიციას ნიკა მელია დაიკავებს, მას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწევს.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და მე-5 რაუნდი შედგება, მოლაპარაკების მაგიდასთან მათ პარტიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია წარადგენენ.
კომენტარები