ქეთი ვაშალომიძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “ექსკლუზივ ნიუსი” სტატუსის ტექსტს, უცვლელად გთავაზობთ:
“ეს იყო 15 წლის წინ, მაშინ ძალიან გამიმართლა და სრულიად შემთხვევით მოვხვდი საოცარი ადამიანის კომპანიაში, სადაც გავიზარდე, ვისწავლე და გავატარე საინტერესო პროექტებით და საქმეებით დატვირთული ბევრი წელი. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ აქ მოვედი და მომეცა საშუალება ამ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავი და გამეზიარებინა ყველაზე საინტერესო ადამიანების გამოცდილება 🙏❤️
მამუკა ხაზარაძე დაბადების დღეს გილოცავთ! მინდა ბევრი წარმატება, ბევრი უნიკალური პროექტის განხორციელება, გამარჯვება და ძალიან ბედნიერი მომავალი გისურვოთ 🎉🥰❤️“, წერს ვაშალომიძე.
კომენტარები