საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
“გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს,
თქვენი გამორჩეული ნიჭითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით
შეძელით განუმეორებელი და ქართველი ხალხისათვის საყვარელი სახეების შექმნა, რაც თაობებს კულტურულ მემკვიდრეობად დარჩებათ.
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
კომენტარები