ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2-3-4-5 ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში, ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ ყველამ ერთად, მთავრობამ, ბიზნესმა და მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები“, – განაცხადა გახარიამ.