შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც შსს-ს განცხადებაში წერია მეხანძრე-მაშველებმა 12 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, – წერია განცხადებაში.