თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. ადვოკატები დღეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
” ბატონმა მურუსიძემ სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი 7 წლით გააგზავნა ციხეში, მეცოდება ეს მოსამართლე, ეს არის საცოდავი ადამიანი. სამართლებრივად ნონსენსი მოხდა დღეს. საქმე არ არსებობს. ბუნებრივია გასაჩივრდება და გასაჩივრდება ბესიკ მურუსიძის განაჩენი ლევან მურუსიძესთან,“- განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
კომენტარები