ან მართლა დასაჯეთ და ეკრანს მოარიდეთ, ან კიდევ, ასეთ ოაზისებში დაუნიავეთ, ზაფხულში სიცხემ რომ არ შეაწუხოს და ზამთარში-სიცივემ, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ჟურნალისტი პეტრე ცაავას მიერ გუშინ, ერთ-ერთ ტელევიზიაში გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება და პეტრე ცაავას ფოტოსაც ავრცელებს.
“ეს ამ ზაფხულს იყო, შიომღვიმის სანახებში, პატივცემულ “დასჯილ” პეტრე ცაავას თავს დასტრიალებდნენ და საპატიო სავარძლით დაყვებოდნენ – დასჯილს, დას-ჯიილს!
მე სინოდური სასჯელების არაფერი გამეგება, მაგრამ გავიგე ის, რაც გუშინ ამ პერსონამ ილაპარაკა, ჰოდა, ან მართლა დასაჯეთ და ეკრანს მოარიდეთ, ან კიდევ, ასეთ ოაზისებში დაუნიავეთ, ზაფხულში სიცხემ რომ არ შეაწუხოს და ზამთარში-სიცივემ, თორემ შიო-მღვიმის მონასტერში გამწესება და სიწმინდეების ახლოს ყოფნა თუ სასჯელია, ასეთ სასჯელს ყველა ინატრებდა!“, – წერს ნინო კვაჭანტირაძე.