ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„როგორი შიში აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ნულოვან ბარიერს ითხოვენ. ისე ჩაფანჩატურდნენ, სხვაგვარად პარლამენტში მოხვედრის შანსს ვერ ხედავენ.
ნულოვანი ბარიერი არის მავნე ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის, რადგან ახალისებს არა პარტიების გამსხვილებას იდეოლოგიების და ღირებულებების, შესაბამისად პროგრამების მიხედვით, არამედ ერთკაციან პარტიებს.
1%-ანი ბარიერის პირობებში 9 პარტიამ გადალახა ბარიერი, რაც სრულებით საკმარისია. რა გვსურს, 20-30 პარტია პარლამენტში? რაღამც ასე დაჩაჩანაკდნენ, 1-2% საკმარისია. 3%-ზე არ წავლენ, თორემ ოპტიმალურად მიმაჩნია.
რაც შეეხება რესპების შეთავაზებას, პარლამენტში ერთჯერადად შესვლის შესახებ, ერთჯერად პარტიებს შეუძლიათ ერთჯერადად შევიდნენ, როცა ერთჯერადი ნივთების შესახებ კანონპროექტებზე იქნება ხოლმე მსჯელობა.
კიდევ ერთი. „რევოლუციურ“ არხებს რომ უყურებთ, ერთი წამით გადართვის დროსაც კი, რეიტინგს მატებთ. სკანდალებით და ნეგატივით იზიდავენ მაყურებელს. როცა მოვლენ მთავრობაში, მერე დაეწყებათ „აღმშენებლობა“, გაწყდება კრიმინალი, აგუგუნდება ეკონომიკა, გაივსება მაცივრები. როგორც ადრე იყვნენ. ყველა ინფორმაციაა ინტერნეტში. ნუ ისტრესავთ თავს. პარტიებს და მათ მედიას ერთნაირი რეიტინგი უნდა ჰქონდეთ“, – წერს ამირან სალუქვაძე.