„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ელოდება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა.
ვანო მერაბიშვილის ავტომობილით პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილი აქტივისტების გასამხნევებლად ხილი და ცივი სასმელები მიიტანეს.
ამ დროისთვის პარტიის ოფისში პარტაქტივი, მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, თავად მელია მას არ ესწრება. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
კომენტარები