ქვეყანა გააძლირებს და გააგრძელებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებით სწრაფვას, სხვათა შორის, ამ მიმართულებით მის მიერ თავდაცვაში განხორციელებულ რეფორმებს თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ მხრივ რა მიდგომებიც იქნება! – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილი პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში, მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ცხადია: პანდემიასთან ბრძოლა ისევ რჩება სერიოზულ გამოწვევად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ცხადია, ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობა უფრო გაძლიერდება.
ასევე აღსანიშნავია, პოლიტიკური დიალოგის მზადყოფნა ოპონენტებთან (ცხადია, აქ დესტრუქციული და რადიკალური ძალები არ განიხილება!), ქვეყანა გააძლირებს და გააგრძელებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებით სწრაფვას, სხვათა შორის, ამ მიმართულებით მის მიერ თავდაცვაში განხორციელებულ რეფორმებს თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ მხრივ რა მიდგომებიც იქნება! ყველაფერი რომ არ ჩამოვთვალოთ, ბატონ ღარიბაშვილის პიროვნული თვისებები და საქმისადმი სახელმწიფოებრივი ინტერესების კუთხით მიდგომა, ერთგვარი გარანტიაა სხვადასხვა სახის გამოწვევების გასამკლავებლად!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.