რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პარტია „ედინაია რასია“ სახელმწიფო დუმაში 349 ადგილი მოიპოვა. მათგან 140 ფედერალური სიიდან და 209 – ერთმანდატიანი ოლქებიდან.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, „კომუნისტურმა პარტიამ“ – 37, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ – 23, „ახალმა ხალხმა“ – 19, „სამართლიანმა რუსეთმა“ – 17, ხოლო პარტია „როდინამ“ ერთი ადგილი მოიპოვა. სახელმწიფო დუმაში ადგილი ასევე მოიპოვა ოთხმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ამასთან, პამფილოვას განცხადებით, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ამომრჩეველთა 59.8%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც, მისი თქმით, ბოლო სამი საპარლამენტო კამპანიის რეკორდული მაჩვენებელია.
ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. მათი ნახევარი პროპორციული წესით, დანარჩენი კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩიეს. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.
