“ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი არჩევნების შემდეგ, პარტიის სუიციდის ტოლფასი იქნება.
“ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და ბოიკოტი არის დღეს მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი, შესაბამისად ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო.
ხვალ საღამოს გაგაცნობთ პარტიის პოზიციას პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ“, – წერს ელენე ხოშტარია.
კომენტარები