ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ძალიან გთხოვთ, დახარეთ სახელმწიფო დროშები, ტელევიზიებით აკრძალეთ გასართობი გადაცემები, დღეს შავი ორშაბათია: ირაკლი ალასანია წავიდა პოლიტიკიდან, პაატა ბურჭულაძე ოპრი წინა დგას გაოგნებული, პარლამენტს გარეთ დარჩენილთა ნაწილი წყალს ნაყავს, ნაწილს – ერთი ადგილის ფხანვით ფრჩხილები წასძვრა, ნაწილი – ტირის.
“ნაცებში” განხეთქილებაა, ზოგი პარლამენტში შესვლის მომხრეა, ზოგი – წინააღმდეგი. სანამ ქუთაისში ჩავლენ, ალბათ, დაიშლებიან.
ამდენი პოლიტიკური გვამი არასდროს მინახავს, დახარეთ-მეთქი სახელმწიფო დროშები, დახარეთ!!!”,-წერს ზედელაშვილი
კომენტარები