გთხოვოთ, ხელახლა ბრძოლაში ჩართვას! – მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს:
”ველოდე, ველოდე მაგრამ ცსკომ ვეღარ დაასრულა დათვლა… ისევე როგორც 9 ოქტომბრის დილით ველოდებოდით ადგილობრივ უბნების დასკვნებს და დათვლებს… ლოდინი აღარ მინდა და ერთროულად უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის და გამოხატული სამოქალაქო თანადგომისთვის… და, გთხოვოთ, ხელახლა ბრძოლაში ჩართვას! მეორე ტურზე უნდა მოგიწვიოთ, დავასრულოთ დაწყებული ბრძოლა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე! 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვეთ მთაწმინდის ყოველივე 31 უბანზე, 20% უპირატესობით… მაგრამ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, კანონის მიერ დაწესებულ 50% და ერთი ხმის მისაღწევად! მეორე ტური დაინიშნება და ჩვენ, თქვენთან ერთად, მზად ვართ გამოწვევისთვის და გამარჯვების განმეორებისთვის!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.